ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს განცხადებით, განუმარტონ, რატომ არ ეძლევა უფლება ახალია ადვოკატის სტატუსით მოინახულოს.
განცხადებასთან ერთად, ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქართველოში „კონსტიტუცია, კანონი და სამართალი არ არსებობს“.
"აქვე ვაფიქსირებ, რომ კონსტიტუცია, კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ხელისუფლება მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, მაგრამ ამ წერილებს რეჟიმის მსახურ ორგანოებს ვწერ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მიზნით, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით“,- წერს ნადარეიშვილი.
გარდა საქართველოს პროკურატურისა, ნადარეიშვილი თავის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველისგან.