ავტორი:

მსვლელობა რუსთაველზე - რა ვითარებაა ადგილზე

მსვლელობა რუსთაველზე - რა ვითარებაა ადგილზე

ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

მათ წინ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით,- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

  • ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ,- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის, საავტომობილო გზის ნახევარი აქვთ გადაკეტილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.