ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, - ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
მანამდე, მადუროს მანჰეტენზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში თითის ანაბეჭდები აუღეს.
ვრცელდება ფოტოები ნიუ იორკიდან, სადაც ხელებზე ბორკილებდადებული ნიკოლად მადურო ჩანს.

