აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.
"ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად. მადურომ პრობლემური როლი ითამაშა რეგიონში“, - დასძინა მერცმა.