მარნეულის ბაზარში, ოქროს მაღაზიაში სროლა იყო. “ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მამა-შვილი დაიჭრა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და ექიმების ინფორმაციით, მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან, რომ არ უნახავთ როგორ შევიდა ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი, თუმცა დაინახეს, როგორ ტოვებდა ის შემთხვევის ადგილს.
“ახალი წელია, გვეგონა, სროლის ხმა მაგიტომ იყო. მერე დაჭრილი დავინახეთ. ეს ბიჭი 30 წლამდე იქნებოდა, აქ მუშაობდა, ოქროს ყიდდა. გასროლა იქით რიგში მოხდა. დედა იყო მოსული და კლინიკაში წაიყვანეს, - ამბობს ადგილზე დასაქმებული პირი. ერთ-ერთი ვერსიით, სროლა შესაძლოა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის,“ - აცხადებს ადგილზე მყოფი “პირველთან“.
მომხდარის ადგილას პოლიციაა მობილიზებული - ბაზრის პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.