“აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, - ინფორმაციას The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
“პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს Fox News-ზე საუბრისას განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა, თუმცა, გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა მარ-ა-ლაგოში, ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გამოსაყვანად მოძრაობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. გენერალმა აღნიშნა, რომ ერთ ვერტმფრენს დაარტყეს, მაგრამ ფრენა შესაძლებელი იყო და რომ ყველა ამერიკული თვითმფრინავი „შინ დაბრუნდა“, - წერს გამოცემა.
ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.
იხილეთ ასევე: