ავტორი:

"აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა" - კუბის მთავრობა

"აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა" - კუბის მთავრობა

კუბის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მათი 32 მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

  • "შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებებში, სამხრეთ ამერიკული ქვეყნის კოლეგების მოთხოვნით რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მისიების შესრულებისას“, - განაცხადა კუბის მთავრობამ.

ჰავანამ დაღუპულთა პატივსაცემად 5 და 6 იანვარს ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ცნობისთვის, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა შაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შეერთებული შტატების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ ეს იყო "სახელმწიფო ტერორიზმი მამაცი ვენესუელელი ხალხისა და ჩვენი ამერიკის წინააღმდეგ“.

"აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა" - კუბის მთავრობა