აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ოლეგ ბარციცმა, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ბარციცის თქმით, "აფხაზეთი აშშ-სგან აგრესიული ქმედებების დასრულებას მოითხოვს".
მისივე თქმით, ვენესუელაში აფხაზეთის "საელჩო" და რუსეთის საელჩო კოორდინირებულად მუშაობენ და ცვლიან ინფორმაციებს შემდგომი მოქმედებების შესახებ.
"მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი ქმედებების კოორდინაცია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატებისა და პერსონალის უსაფრთხოებაა“, - განაცხადა ოლეგ ბარციცმა.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარეს.