აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.
- „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება, რომ გრენლანდიაზე კონტროლი აშშ-მა დაამყაროს და მათ ეს იციან.