ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა დეტალურად ისაუბრეს იმ სპეცოპერაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილვია ფლორესი დააკავეს.
ოპერაციის ქრონიკა: 2026 წლის 3 იანვრის ღამე
აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მადურო და მისი ცოლი 3 იანვრის გამთენიისას, კარაკასში, საკუთარ რეზიდენციაში დააკავეს. ოპერაციას წინ უძღოდა მასირებული სარაკეტო დარტყმები ვენესუელის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
შემსრულებელი: ელიტარული ქვედანაყოფი Delta Force.
ტრამპის თქმით, მადუროს სახლი "ნამდვილ ციხესიმაგრეს“ ჰგავდა. სპეცრაზმს მზად ჰქონდა სპეციალური აპარატურა ფოლადის კარის გასაჭრელად. CNN-ის ცნობით, წყვილს ოპერაციის დაწყებისას ეძინა და წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ მოასწრო

მადუროსთვის წარდგენილი ბრალდებები მოიცავს ნარკო ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრებას.
როგორ მზადდებოდა ოპერაცია "Absolute Resolve“?
ოპერაციის დაგეგმვა 2025 წლის ზაფხულში დაიწყო. მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ:
აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურის, გენერალ დენ კეინის თქმით, ყველაფერი დეკემბერში მზად იყო, თუმცა სამხედროები შესაფერის ამინდს ელოდნენ.
150-ზე მეტი თვითმფრინავი და დრონი ერთდროულად აფრინდა 20 სხვადასხვა ბაზიდან.
ვერტმფრენები, ჯგუფთან ერთად, კარიბის ზღვის ავიამზიდიდან აფრინდნენ და რადარებისგან თავის ასარიდებლად წყლის ზედაპირიდან მხოლოდ 30 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდნენ.
ეს ფოტო დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში გამოაქვეყნა. ფოტოზე აღბეჭდილია ნიკოლას მადურო ამერიკულ ავიამზიდზე.
შტურმის დროს გამოყენებული იყო F-22, F-35 გამანადგურებლები და B-1 ბომბდამშენები.
ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელაში ვითარება დაძაბულია. ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა მომხდარს "იმპერიალისტური აგრესია“ უწოდა.
თავის მხრივ, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ აშშ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე "გარდამავალი პერიოდის“ დასრულებამდე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის ინტერესის მთავარი სფერო ვენესუელის ნავთობის რესურსები იქნება.
წაიკითხეთ ასევე: