ავტორი:

"დროა, საქართველოშიც ერთმა კაცმა გაიღვიძოს და რეალურად დაინახოს ის მომავალი, რაც მას შესაძლოა ემუქრებოდეს, თუ გააგრძელებს..." - ხუხაშვილი ვენესუელაში აშშ-ს სპეცოპერაციაზე

"დროა, საქართველოშიც ერთმა კაცმა გაიღვიძოს და რეალურად დაინახოს ის მომავალი, რაც მას შესაძლოა ემუქრებოდეს, თუ გააგრძელებს..." - ხუხაშვილი ვენესუელაში აშშ-ს სპეცოპერაციაზე

"დროა, საქართველოშიც ერთმა კაცმა გაიღვიძოს და რეალურად დაინახოს ის მომავალი, რაც მას შესაძლოა ემუქრებოდეს, თუ გააგრძელებს ქვეყნის ფსევდოფასეულობებსა და ურაპატრიოტიზმზე აგებულ პროპაგანდისტულ მართვას, ისევ და ისევ საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ხარჯზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, საქართველოს დღეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები ჰყავს", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ვენესუელაში აშშ-ის სპეცოპერაციის შეფასებისას.

  • მისი თქმით, ის ყალბი ილუზიები, რომ თითქოს არ არსებობს საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, მტკიცება, რომ აშშ უარს ამბობს გლობალური მოთამაშის ფუნქციაზე, ფაქტობრივად, გააქარწყლა.

"ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, დიფ სთეითი აბობოქრდა. ეს ყელყელაობა, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასაც, მათი რიტორიკა, რომ არ დაუშვებენ დასავლეთის რაღაცებში ჩარევას, ამ პროპაგანდისტული ნარატივის მიღმა კი საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობენ, დაუსჯელი არ დარჩება. ამას დღევანდელ სამყაროში არავის აპატიებენ.

ჩვენ ახლა ვენესუელასთან ერთად, ვუყურებთ ირანში განვითარებულ მოვლენებსაც. მოგეხსენებათ, რა მასშტაბური გამოსვლებია... ანუ წრე ვიწროვდება... ჩემი აზრით, რუსეთთან აშშ-ის ეს ბოლოდროინდელი ლოიალური დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ერთგვარი შირმა იყო იმისთვის, რაც მზადდებოდა სინამდვილეში და ეს ემსახურებოდა რუსეთის მოდუნებას, რათა ნელ-ნელა მის გარშემო წრე დაევიწროებინათ. ეს პოზიტიური პროცესია და მინიშნება უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვისაც, რომ მათი იმედები და ილუზიები, რომ საქართველოში, რასაც უნდა იმას იზამენ და ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას, რომ მათ ამის უფლება აქვთ, ქრება.

ამ ტიპის რეჟიმებს რეალური დასაყრდენი ხალხში არა აქვთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვენესუელა ამ დღეებში ამ ყველაფერს იზეიმებს. ამგვარი რეჟიმები ლიდერის მოშორების შემდეგ ნაცარტუტად იქცევიან ხოლმე. დაახლოებით იგივე ხდება ირანში, როგორც კი რეჟიმი მოირყევა, იქაც მთელი ქვეყანა იზეიმებს ამას", - აცხადებს ის. წაიკითხეთ სრულად