ავტორი:

"ცეცხლს თავი დააღწია, მაგრამ შეყვარებულის გამოსაყვანად უკან შებრუნდა..." - შვეიცარიის ხანძრის დროს ბარში "მეცის" ფეხბურთელი იმყოფებოდა: მისი მდგომარეობა უმძიმესია

"ცეცხლს თავი დააღწია, მაგრამ შეყვარებულის გამოსაყვანად უკან შებრუნდა..." - შვეიცარიის ხანძრის დროს ბარში "მეცის" ფეხბურთელი იმყოფებოდა: მისი მდგომარეობა უმძიმესია

ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "მეცის" 19 წლის ფეხბურთელი, ტაჰირის დოს სანტოსი თავის შეყვარებულთან, კოლინთან ერთად შვეიცარიაში იმ ბარში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარმა 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

  • ხანძრის დროს ტაჰირისი ბარის პირველ სართულზე იყო.

მან ხანძრიდან თავის დარწევა მოახერხა, მაგრამ როდესაც ნახა, რომ შეყვარებული კვლავ შენობაში იმყოფებოდა, უკან დაბრუნდა, რათა გოგონა ცეცხლიდან გამოეყვანა.

მან კოლინის გამოყვანა მოახერხა, თუმცა მძიმედ დაშავდა. ამჟამად ორივეს მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.

"ვერ ვიტყვი, რომ კარგად არის, საშინლად იტანჯება, სხეულის 30%-ზე დამწვრობა აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ფეხბურთელის აგენტმა, კრისტოფ იუტომ.

  • ცნობისთვის, შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე ბარში, აფეთქების გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ვალეს კანტონის პოლიციის მეთაურმა, ფრედერიკ ჟისლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშავებულების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.

ვალეს კანტონის პოლიციამ აღნიშნა, რომ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში მომხდარი აფეთქება თავდასხმის ან ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილება.