მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ კარაკასიდან, პირდაპირ საპრეზიდენტო რეზიდენციიდან აყვანილი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ფოტოები გავრცელდა, სოციალურ ქსელებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მადუროს სამოსმა.
ხელბორკილებიანი ნიკოლას მადურო Nike-ის ნაცრისფერ სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი.
Google-ში მწარმოებლის, "Nike Tech“-ის ძიების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, TikTok-ი და Instagram-ი კი სავსე იყო მიმებითა და სახალისო კომენტარებით.

ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავა, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
დღესვე, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით, და ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით, შეიკრიბება, რათა ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება განიხილონ.