"რუს ტურისტებს პირდაპირ გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები, რამაც გუდაურში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია,“ - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ "მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, ახალი წლის დღეებში გუდაურში გზებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ. დამსვენებლების თქმით, შეფერხებებია როგორც კურორტზე შესასვლელ, ასევე შიდა გზებზეც.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ მირანდა ესაკიამ უთხრა, შესაბამისმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს, არასაპარკინგე ზონაში გაჩერებული ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია.
"ეს გზა, მთავარი გზიდან ახალ გუდაურამდე, გონდოლის მოედნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელზეც საუბარია, 6 წლის ნანატრი გზაა, გაფუჭებული იყო. წარმოიდგინეთ, ამდენი საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გზა არ გვქონდა. 6-წლიანი თხოვნის შემდეგ, გზაც გაგვიკეთეს და ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკიც. თუმცა... გააგრძელეთ კითხვა