ავტორი:

ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში ჯავშანმანქანით მიიყვანეს (ფოტოები)

ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში ჯავშანმანქანით მიიყვანეს (ფოტოები)

ვენესუელას გადაყენებული ლიდერი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკის სასამართლოში მიიყვანეს. ფოტოებს და კადრებს CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ვერტმფრენი, რომლითაც ის გადაჰყავდათ, ნიუ-იორკის სასამართლოსთან ახლოს მდებარე აეროდრომზე ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას დღეს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.

სასამართლოში მიიყვანეს მადუროს მეუღლეც. ისინი სპეციალური ჯავშანმანქანით გადაიყვანეს.

აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მადურო და მისი ცოლი 3 იანვრის გამთენიისას, კარაკასში, საკუთარ რეზიდენციაში დააკავეს. ოპერაციას წინ უძღოდა მასირებული სარაკეტო დარტყმები ვენესუელის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.

ტრამპის თქმით, მადუროს სახლი "ნამდვილ ციხესიმაგრეს“ ჰგავდა. სპეცრაზმს მზად ჰქონდა სპეციალური აპარატურა ფოლადის კარის გასაჭრელად. CNN-ის ცნობით, წყვილს ოპერაციის დაწყებისას ეძინა და წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ მოასწრო

იხილეთ ასევე: