საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის მიმართ განხორციელებული კიბერ-შევიწროებისა და დამამცირებელი კომენტარების გამოქვეყნებისთვის, რომელსაც მტკიცებულებები არ ახლდა თან, პარიზის სასამართლომ 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო.
ეს ჭორები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, როდესაც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყარა კენჭი. აღნიშნულმა ინფორმაციამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა, რისი მიზეზიც ცნობილი "პოდკასტერი" ქენდის ოუენსია, რომელმაც პოდკასტების სერია მიუძღვნა ამ თემას. მაკრონებმა მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი.
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა დიდი ხანია, დისკუსიის თემაა. ბრიჯიტი ემანუელზე 24 წლით უფროსია და ის სკოლაში ემანუელის მასწავლებელი იყო. წყვილი წლების განმავლობაში ცდილობდა კრიტიკისა და დაცინვისთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ბრალდებების გასაჩივრება სასამართლოში დაიწყეს.

სასამართლოს დამნაშავედ ცნო 8 მამაკაცი და 2 ქალი. მათ ბრალად ედებათ ბრიჯიტ მაკრონის გენდერისა და სექსუალობის შესახებ მავნე კომენტარების გაკეთება, მათ შორის მისი და მისი ქმრის ასაკობრივი სხვაობის „პედოფილიასთან“ გათანაბრებაც კი.
დამატებით სასჯელებში შედიოდა ჯარიმები და სავალდებულო კიბერშევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების კურსები. ხუთს აეკრძალა იმ სოციალური მედიის პლატფორმის გამოყენება, რომელზეც მათ საკუთარი პოსტები გამოაქვეყნეს ბრიჯიტის შესახებ.
ზოგიერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ მათი კომენტარები სატირა იყო, თუმცა სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა.
55 წლის ბრალდებულმა, მწერალმა ბერტრან შოლერმა განაცხადა, რომ ექვსთვიან პირობით პატიმრობას გაასაჩივრებს
„ეს საშინელებაა. ეს ამაზრზენია. ეს აჩვენებს, თუ რამდენად შორს მიდის ფრანგული საზოგადოება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს“, - განუცხადა მან სასამართლოში ჟურნალისტებს.
“ადამიანები შეიჭრნენ ჩემს საგადასახადო ვებსაიტზე და შეცვალეს ჩემი ვინაობა“, - განაცხადა ბრიჯიტ მაკრონმა.
იხილეთ ასევე: