შვეიცარიის მთავრობამ ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებულ პირებს შვეიცარიაში არსებული აქტივები გაუყინა. ამის შესახებ განცხადებას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.
ფედერალურმა საბჭომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა - "ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაეყინა ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებული პირების შვეიცარიაში არსებული ნებისმიერი აქტივი.
„თუ მომავალი სასამართლო პროცესების შედეგად დადგინდება, რომ თანხების მოპოვება უკანონოდ მოხდა, შვეიცარია უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივები ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფედერალური საბჭოს მიზანია აქტივების გადინების თავიდან აცილება. აქტივების გაყინვა არ იმოქმედებს ვენესუელის ამჟამინდელი მთავრობის წევრებზე. თუ მომავალში სასამართლო პროცესები გამოავლენს, რომ თანხები უკანონოდ იქნა მოპოვებული.
აქტივების გაყინვა ძალაში შედის დღესვე და იმოქმედებს ოთხი წლის განმავლობაში.