ავტორი:

“მადურო შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ...“ - რა შემთხვევაში ემუქრება ვენესუელის ყოფილ ლიდერს სასჯელის უმაღლესი ზომა: დასავლური მედიის პროგნოზი

“მადურო შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ...“ - რა შემთხვევაში ემუქრება ვენესუელის ყოფილ ლიდერს სასჯელის უმაღლესი ზომა: დასავლური მედიის პროგნოზი

“ვენესუელის ყოფილი დიქტატორი ნიკოლას მადურო, ფედერალურ დონეზე ნარკოტრაფიკისა და სხვა ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა სიკვდილით დასჯას დაექვემდებაროს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მადურო, დიდი ალბათობით, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილ წლებს ციხეში გაატარებს თუმცა შეიძლება უარესიც მოხდეს...“ - ამის შესახებ New York Post-ი წერს.

როგორც გამოცემა აშშ-ის კონგრესის მიხედვით წერს, ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, თუ ბრალდებული კონტროლირებადი ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევაში დამნაშავედ ცნეს და ეს "გრძელვადიანი კრიმინალური საქმიანობის“ ფარგლებში მოხდა, მას შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს.

  • თუმცა იქვე არის განმარტება მოყვანილი, რომ სასიკვდილო სასჯელი ძირითადად მკვლელობებისთვის გამოიყენება, ხოლო ნარკოდანაშაულებზე სიკვდილით დასჯა იშვიათი მოვლენაა.

“ფედერალური სიკვდილით დასჯადი დანაშაულები ძირითადად მკვლელობას, ღალატს ან ჯაშუშობას, ასევე იმ ნარკოდანაშაულებს მოიცავს, რომლებიც მკვლელობას არ უკავშირდებიან. თუმცა, როგორც ცნობილია სასიკვდილო სასჯელი ძირითადად მკვლელობებისთვის გამოიყენება, ხოლო ნარკოდანაშაულებზე სიკვდილით დასჯა იშვიათი მოვლენაა", - ნათქვამია ბიბლიოთეკის საიტზე.

ბრალდების მხარე მადუროსა და კიდევ დაახლოებით ნახევარ ათეულ პირს ნარკოტერორიზმის შეთქმულება, კოკაინის იმპორტის შეთქმულებას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ ორ მუხლს ედავება.

წყარო

იხილეთ ასევე