ავტორი:

ჯეი დი ვანსის ერთ-ერთ სახლს თავს დაესხნენ - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც კერძო საკუთრება დააზიანა

ჯეი დი ვანსის ერთ-ერთ სახლს თავს დაესხნენ - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც კერძო საკუთრება დააზიანა

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, მამაკაცმა ცინცინატიში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ქონება დააზიანა, კერძოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.

„რამდენადაც ვიცი, სახლში შეჭრა შეშლილმა პირმა ფანჯრების ჩაქუჩით ჩამსხვრევით სცადა. სახლში არ ვიმყოფებოდით, რადგან უკვე ვაშინგტონში დავბრუნდით“, - წერს ვენსი X-ზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას სწრაფად მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ“, - აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური.

ვენსის წარმომადგენელმა Fox News-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ცინცინატიში გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა, თუმცა ახლა ვაშინგტონშია.

საიდუმლო სამსახურის მიერ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი ცინცინატის პოლიციაში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, 26 წლის უილიამ დეფურს ბრალი ვანდალიზმსა და სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლაში წაუყენეს.