ორშაბათ დილით ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარზე მასიური ლურჯფარფლიანი თინუსი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. წლის პირველ აუქციონზე ის რეკორდულ 510.3 მილიონ იენად (3.2 მილიონი დოლარად) გაიყიდა.
“წლის პირველ თინუსს წარმატება და იღბალი მოაქვს. მეგონა, რომ ცოტა უფრო იაფად ვიყიდდით, მაგრამ ფასი ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ვერც კი მიხვდით“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა კიოში კიმურამ, რომელსაც “თინუსის მეფე“ შეარქვეს იმ ჩვევის გამო, რომ ახალი წლის აუქციონებზე ლურჯფარფლიან თინუსში ყოველთვის ძალიან მაღალ ფასებს იხდის.
კიოში კიმურამ 2012 წელს ლურჯ თინუსში 56.5 მილიონი იენი გადაიხადა, ხოლო 2013 წელს - 155 მილიონი იენი - ორივეჯერ რეკორდული ფასი.
2019 წელს მან ლურჯი თინუსი 333.6 მილიონ იენად (2.1 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა.