ავტორი:

“ჯო ბაიდენის პენსია მოქმედი პრეზიდენტის ხელფასს აღემატება“ - ექსპერტი უსამართლო ხარჯებზე საუბრობს და კონგრესს მოუწოდებს საკითხი შეისწავლოს

“ჯო ბაიდენის პენსია მოქმედი პრეზიდენტის ხელფასს აღემატება“ - ექსპერტი უსამართლო ხარჯებზე საუბრობს და კონგრესს მოუწოდებს საკითხი შეისწავლოს

“ჯო ბაიდენს პოლიტიკაში გატარებულმა ხანგრძლივმა კარიერამ შესაძლებლობა მისცა, აშშ-ის ისტორიაში ყველა ყოფილ პრეზიდენტზე მეტი - 417,000 დოლარის ოდენობის პენსია მიიღოს. ეს იმ ხელფასის ოდენობასაც კი აღემატება, რასაც პრეზიდენტი იღებს,“ - აცხადებს National Taxpayer Union Foundation- ის ვიცე - პრეზიდენტი დემიან ბრედი

“ისტორიულად, ასეთი დიდი პენსიის ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა, გამოთვლილი წლიური თანხა ორჯერ აღემატება იმ პენსიას, რომელსაც ბარაკ ობამა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ იღებს და 17,000 დოლარით მეტია, ვიდრე ბაიდენის 400,000 დოლარიანი წლიური საპრეზიდენტო ხელფასი,“ - აცხადებს ექსპერტი.

ბრედის თქმით, აღნიშნული სიტუაცია იმ უნიკალურ მდგომარეობას ასახავს, რომელმაც “კონგრესის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ წევრს“ (როგორც ბაიდენმა საკუთარ თავს უწოდა), საშუალება მისცა სენატორის, ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის კარიერულ გზას გავლის შემდეგ საკანონმდებლო “ხარვეზებით“ ესარგებლა და საპენსიო ფონდზე მოეპოვებინა წვდომა.

გარდა ამისა 2026 ფისკალური წლისთვის, ზოგადი სერვისების ადმინისტრაციამ ბაიდენისთვის 1.5 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. აქედან 727,000 დოლარი მხოლოდ ოფისის ფართისთვის არის გათვალისწინებული, რაც ნებისმიერ სხვა ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოყოფილ თანხებზე მეტია.

"ქირაზე არანაირი ზღვარი არ არსებობს, ეს შეიძლება ნებისმიერი ყველაზე ძვირადღირებული რაიონი იყოს და ნებისმიერი ფართის მქონე ოფისი. ყველაფერი კი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხდება და ეს შეღავათები სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება,“ - აცხადებს დემიან ბრედი და იქვე სვამს კითხვას, თუ რამდენად სამართლიანია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის იმ ხარჯების დაკისრება, რომლებიც ხშირად მემუარების წერისთვისა და მაღალანაზღაურებად გამოსვლებზე კონტრაქტების მოსაპოვებლად გამოიყენება.

“ბაიდენი პენსიის სახით მეტ თანხას იღებს, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი, ეს ძალიან უნიკალური, მაგრამ რეფორმისთვის ძალიან ხელსაყრელი შემთხვევაა. კონგრესმა აუცილებლად უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი, რათა მომავალში მსგავსმა “ექსტრავაგანტულმა“ პენსიებმა აღარ იარსებოს“, - აცხადებს ექსპერტი

წყარო