ვენესუელის გადაყენებული ლიდერის მარჯვენა ხელმა და ქვეყნის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკვე ოფიციალურად დაიკავა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო სასამართლოში იძულებით გადაიყვანეს, სწორედ როდრიგესი იყო ადამიანი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები გადასცა.

56 წლის პოლიტიკურმა ფიგურამ საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში დადო.
„ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა როდრიგესმა.
აშშ-ის პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ როდრიგესი ვაშინგტონის პირდაპირ ბრძანებებს შეასრულებს და ფაქტობრივად მისი ვიცე-მეფე გახდება კარაკასში.
ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ როდრიგესი მაშინვე გამოჩნდა საზოგადოებაში და აშშ-ის მმართველობის განცხადებებს უპასუხა. თითქოს მისი მიზანი იყო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მადუროს გატაცებამ არ გამოიწვია რეჟიმის შეცვლა, ქვეყნის კურსი არ შეცვლილა და არ არსებობს ელიტებს შორის კონფლიქტი.
„ვენესუელას მხოლოდ ერთი პრეზიდენტი ჰყავს და მისი სახელია ნიკოლას მადურო. ჩვენი ხალხი არ დანებდება და არასდროს გახდება არცერთი იმპერიის კოლონია“, - თქვა როდრიგესმა და ხალხს დამოუკიდებლობის დაცვა დაჰპირდა.
შემდეგ მან დაამატა, რომ “ვენესუელაში ახალი სამხედრო ოპერაცია განხორციელდებოდა და როდრიგესი „მადუროზე უარესს“ წააწყდებოდა, თუ ის არ დაემორჩილებოდა თეთრი სახლის ნებას და აშშ-ს არ მიანიჭებდა „სრულ წვდომას ნავთობსა და ყველაფერზე“.
დელსი როდრიგესის მამა პარტიზანი მებრძოლი იყო, რომელიც 1976 წელს პოლიციის წამების შედეგად გარდაიცვალა.
თავად ნენსიმ სამართალი შეისწავლა - ჯერ სამშობლოში, შემდეგ კი საფრანგეთში.
პოლიტიკაშია ჩართული დელსის უფროსი ძმა, ხორხე როდრიგესიც. ამჟამად ის ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
დელსი როდრიგესი ჯერ კიდევ ჩავესის ხელმძღვანელობის დროს იკავებდა მინისტრის თანამდებობას, თუმცა ნამდვილი წარმატება ჩავესის გარდაცვალებისა და ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა.
სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა კომუნიკაციების, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საბოლოოდ კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. პასუხისმგებელი იყო ფაქტობრივად, გაღატაკებული ვენესუელას შემოსავლის ერთადერთ წყაროზე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე.
მადურომ როდრიგესს მგზნებარე ერთგულების გამო მეტსახელი „ვეფხვი“ შეარქვა. ის მისი მარჯვენა ხელი იყო როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დელსი როდრიგესი ფაქტობრივად მადუროს რეჟიმის სახე გახდა. თავად მადურო ბოლო დროს იშვიათად მოგზაურობდა საზღვარგარეთ ოფიციალური შეხვედრებისთვის და ამ მხრივ, მოკავშირე ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორიცაა თურქეთი, ჩინეთი და ირანი, როდრიგესი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მისმა ვიზიტებმა არაერთხელ გამოიწვია დაპირისპირება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ვენესუელა სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკ „მერკოსურიდან“ გარიცხეს, მან სცადა ბუენოს-აირესში ერთ-ერთ შეხვედრაზე შეღწევა.
2020 წელს კი, შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის მიუხედავად, ის კერძო თვითმფრინავით ესპანეთში გაფრინდა.
აშშ-მ და ევროკავშირმა როდრიგესს სანქციები დაუწესეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ვენესუელაში დემოკრატიის განადგურების გამო.
პოლიტიკოსი ყოველთვის გმობდა აშშ-ს და სასტიკად იცავდა მადუროს და მისი გარემოცვის უფლებას. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ის იძულებულია იმუშაოს ვაშინგტონის დიქტატურით - და წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაპირებული სამხედრო ჩარევის წინაშე დგას.
ამის ფონზე ახალმა პრეზიდენტმა უკვე გამოავლინა დიპლომატია და შეარბილა ტონი.
"ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს მთავრობას, ერთად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩვენი ხალხი და რეგიონი იმსახურებენ მშვიდობას, დიალოგს და არა ომს“, - განაცხადა მან ცნობილი მოვლენების შემდეგ.
იხილეთ ასევე: