ავტორი:

მოსკოვში, პლასტიკური ოპერაციის დროს, ინფლუენსერს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა - რა დეტალებია ცნობილი

მოსკოვში, პლასტიკური ოპერაციის დროს, ინფლუენსერს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა - რა დეტალებია ცნობილი

ინფლუენსერი იულია ბურცევა 4 იანვარს მოსკოვში კოსმეტიკური ოპერაციის დროს განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა. იულია 38 წლის იყო.

  • ინფლუენსერი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 38 000 გამომწერი ჰყავდა, საზოგადოებას უზიარებდა ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს, დეტალურად აღწერდა ურთიერთობას ქმართან, ჯუზეპესთან და ქალიშვილთან.

ბურცევა ქმართან ერთად იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობდა.

  • რუსული საინფორმაციო სააგენტო MSK1-ის ცნობით, ბურცევამ 4 იანვარს მოსკოვის კერძო კლინიკაში დუნდულების გადიდების ოპერაცია გაიკეთა. თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ის სასწრაფოდ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილის საქმეზე. ამოღებულია ოფიციალური სამედიცინო ჩანაწერები, დანიშნულია არაერთი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტიზა.

როგორც ირკვევა, ქალი იტალიიდან მოსკოვში სწორედ ოპერაციის გასაკეთებლად, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა

რუსული მედიის ცნობით, ბურცევას მდგომარეობა პროცედურის დროს მკვეთრად დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.