ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, სარეზერვო გეგმა აქვს - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ქვეყანაში მზარდი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს, ხამენეი რუსეთში გაქცევას აპირებს.
დოკუმენტის თანახმად, 86 წლის ხამენეი აპირებს თეირანის დატოვებას და მოსკოვში წასვლას, ოჯახის დაახლოებით 20 წევრთან ერთად, თუ დაინახავს, რომ არმია და უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს უჭერენ მხარს.
გეგმა ასევე ითვალისწინებს "უსაფრთხო გამგზავრების უზრუნველსაყოფად საზღვარგარეთ აქტივების, უძრავი ქონების შეძენას".
ისრაელის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ბენი საბტი გამოცემასთან ამბობს, რომ "ხამენეისთვის გასაქცევად მოსკოვი ერთადერთი უსაფრთხო ადგილია" გარდა ამისა, საბტის თქმით, აიათოლა აღფრთოვანებულია ვლადიმერ პუტინით.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციებს მოჰყვა შეტაკებები სამთავრობო ძალებთან. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 35 და დაკავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი.