ერთ-ერთმა მოთამაშემ აშშ-ის სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებაზე ფსონი დადო და 436,000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
შემთხვევამ გააჩინა კითხვები იმის შესახებ, ისარგებლა თუ არა ვინმემ აშშ-ის ოპერაციის შესახებ შიდა ინფორმაციით.
ერთმა მომხმარებელმა, რომელიც პლატფორმაზე გასულ თვეში დარეგისტრირდა და ოთხი პოზიცია გახსნა - 436,000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
გაურკვეველია, ვინ დადო ფსონი რადგან ანონიმურ ანგარიშს ჰქონდა ბლოკჩეინის იდენტიფიკატორი, რომელიც ასოებისა და ციფრებისგან შედგებოდა.