უკვე რამდენიმე წელია, 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ქართველი მორწმუნეები ფანჯრებში ანთებულ სანთელს დგამენ.
ეს ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.
ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და მიიჩნევა, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა - ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.
ერთ-ერთი ქადაგებისას კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა:
"დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლად შობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად, მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!“
რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს?