ავტორი:

"2025 წელს დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი" - ალექსანდრე თოფურიამ გაამხილა, რომ მამა გახდა

"2025 წელს დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი" - ალექსანდრე თოფურიამ გაამხილა, რომ მამა გახდა

MMA-ის ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას თქმით, ის 2025 წლის სექტემბერში მამა გახდა - ამის შესახებ მან betsson.sport -თან განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, - რა იყო 2025 წელს მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა, მან სწორედ შვილის შეძენა დაასახელა.

"გოგოა, 2025 წელს დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი", - განაცხადა მან.

სპორტსმენის თქმით, ის პირად ცხოვრების აფიშირებას ერიდება, ამიტომაც საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

შეგახსენებთ, ის UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმაა.

ალექსანდრე შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლია. იგი ამჟამად ასპარეზობს ზემსუბუქ წონაში.

მან UFC-ის ზედიზედ მეორე შეხვედრა გასული წლის ნოემბერში მოიგო, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. დაპირისპირებაში მისი მეტოქე ყაზახი ბეკზატ ალმახანი იყო.