რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე არიან შეკრებილი.
იქვე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აქციის მონაწილეებმა აანთეს სანთლები და შობას "ლილოს" სიმღერით შეხვდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.