“აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის“, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ვარიანტების ფართო სპექტრს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ყოველთვის არის მთავარი მეთაურის განკარგულებაში არსებული ვარიანტი“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლაინ ლივიტმა CNN-თან.
ამასთან, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.
იხილეთ ასევე: