Reuters-ის ინფორმაციით, ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი, ალი არდესტანი სიკვდილით დასაჯეს.
როგორც ადგილობრივი ირანული მედია იუწყება, „ალი არდესტანის სიკვდილით დასჯა „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულისთვის, ქვეყნის მგრძნობიარე ინფორმაციის მიწოდებისთვის, აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ და სამართლებრივი პროცედურების დაცვით.“
Reuters-ი წერს, რომ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ირანელების სიკვდილით დასჯის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივნისში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დაპირისპირება მოხდა, როდესაც ისრაელისა და აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.