UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, სადღესასწაულო დღეებს სამშობლოში ატარებს. ესპანეთში ილია თოფურიასთან სტუმრობის შემდეგ, მერაბი საქართველოში დაბრუნდა და თან უკვე მეორედ ჩამოიყვანა პოპულარული ამერიკელი ინფლუენსერი და სპორტული ჟურნალისტი, ნინა დრამა (Nina Marie Daniele).
მერაბმა სოციალურ ქსელში გამომწერებს შობა მიულოცა და ახალი ამბავიც გაუზიარა: ნინა მას კვლავ სტუმრობს და ისინი ერთად გეგმავენ "ზამთრის ტურს" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

"ნინა დრამა ისევ ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად საქართველოში. მოკლედ, ზამთრის ტურს გავაკეთებთ. მადლობა ყველას და გილოცავთ შობას!“ - მიმართა მერაბმა გულშემატკივრებს.


საშობაო ტრადიციების გაცნობა წყვილმა სამზარეულოდან დაიწყო. ნინამ და მერაბმა საშობაო გურული ღვეზელის მომზადების მასტერკლასი გამართეს. როგორც ჩანს, ამერიკელი სტუმარი ქართული კულინარიით აღფრთოვანებულია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი გემრიელი კერძია, ნინას ფავორიტების სია უკვე გამოიკვეთა: მისი რჩეული ნაზუქი და ლობიანი აღმოჩნდა.

მერაბისა და ნინას მეგობრობა დიდი ხანია სოციალური ქსელების მომხმარებლების საყვარელი თემაა. მათი იუმორით სავსე ვიდეოები მილიონობით ნახვას აგროვებს. ნინას პირველი ვიზიტი საქართველოში საკმაოდ ხმაურიანი და პოზიტიური გამოდგა, ამჯერად კი ის ქართულ ზამთარსა და საშობაო ტრადიციებს ეცნობა.
წაიკითხეთ ასევე: