ავტორი:

10 ქართული ფილმი, რომელიც საახალწლო დღეებში  უნდა ნახო

10 ქართული ფილმი, რომელიც საახალწლო დღეებში  უნდა ნახო

ახალი წელი ოჯახთან, სითბოსთან და ნოსტალგიასთან ასოცირდება. სწორედ ამ დღეებში ქართული კინო განსაკუთრებულად ახლობელი და ემოციური ხდება. გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც საახალწლო დღეებში უნდა ნახო. სასურველია შვილებთან ერთად...

1. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - რეჟისორ თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ეს არის უკვდავი ისტორია მეგობრობაზე, სოფელსა და ადამიანურ ღირებულებებზე.

2. "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ელდარ შენგელაიას 1968 წელს გადაღებული ფილმი - ქართული სატირის კლასიკა. რეზო გაბრიაძის მართლაც არაჩვეულებრივი სცენარით და გია ყანჩელის უკვდავი მუსიკით.

3. "შერეკილები" - ელდარ შენგელაიას 1973 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც გვასწავლის, რომ სიგიჟესა და თავისუფლებაში ხშირად უფრო მეტი სიბრძნეა, ვიდრე წესებში.

4. "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" - ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი, ელდარ შენგელიას რეჟისორობითა და რეზო ჭეიშვილის სცენარით

5. "ვერის უბნის მელოდიები" - გიორგი შენგელაიას 1973 წელს გადაღებული პირველი ქართული მიუზიკლი.

6. "მიმინო" - მეგობრობა, იუმორი და ნოსტალგია - გია დანელიას ფილმი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს.

7. "ქეთო და კოტე" - სიყვარული, მუსიკა და ძველი თბილისი - ვახტანგ ტაბლიაშვილი 1948 წელს გადაღებული კომედია - მსუბუქი და თბილი სანახაობა.

8. "კუჩხი ბედინერი" - როგორც ამბობენ, ამ ფილმის გარეშე ახალი წელი არ მოვა. გურამ პატარაიას კომედიური შედევრი, რომელიც 1978 წელს არის გადაღებული და რომლის საფუძველიც გახდა ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც განსაზღვრავს ოჯახის მთელი წლის იღბალს.

9. "ქვევრი" - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე.

10. "სიყვარული ყველას უნდა" - რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის მუსიკალური კომედია.