მიხეილ ყაველაშვილი შობის ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ქალიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ფოტოებს ყაველაშვილის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" აქვეყნებს.



