ავტორი:

“გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება“ - ანდრიუს კუბილიუსი

“გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება“ - ანდრიუს კუბილიუსი

“გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება,“ - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

  • კუბილიუსის განცხადებით, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალას გამოიყენებს.

„თუ ეს მოხდება, თუმცა ამის არ მჯერა, მაშინ ეს ყველა სახის ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატო-ს დასასრული იქნება. სავარაუდოდ, ეს აშშ-ის ადმინისტრაციასაც კარგად ესმის“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენება ნატო-სთვის უპრეცედენტო პარადოქსს წარმოქმნის.

„თუ აშშ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ამას გააკეთებს ისე, როგორც ნატო-ს წევრი? ნატო-ს მოუწევს, რომ თავისი ერთ-ერთი წევრი ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაიცვას, კერძოდ, დანია და მისი ტერიტორია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.