ამჟამინდელი რომის პაპი ლეო XIV, როგორც ირკვევა, გარკვეული პერიოდი მისურის შტატში, სენტ-ლუისში მდებარე ეკლესიაში (Immaculate Conception) მსახურობდა.
ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ის ჩიკაგოში გაიზარდა. 1977 წელს კი, სრულიად ახალგაზრდა სენტ-ლუისში გადავიდა და წმინდა ავგუსტინეს ორდენის წევრი გახდა მორჩილის სტატუსით, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი აღთქმა დადო. როგორც ირკვევა, ის სწორედ იმ ეკლესიაში მსახურობდა, რომელიც ახლა გასაყიდად არის გამოტანილი.

ეკლესია თითქმის 20 წელია ღვთისმსახურებისთვის აღარ გამოიყენება და ამჟამად 1,8 მილიონ დოლარად იყიდება.
დახურვის შემდეგ შენობა Compton Heights Concert Band-მა შეიძინა, რომელიც მას კონცერტებისა და რეპეტიციებისთვის იყენებდა.



ვარდისფერი ვიტრაჟებითა და მაღალი ჭერებით გამორჩეულ ეკლესია 1890 წელს აშენდა და 500-ზე მეტ ადამიანს იტევს.



ეკლესიასთან ერთად ასევე იყიდება ის რექტორიუმი (სასულიერო პირთა საცხოვრებელი), სადაც პაპი ლეო XIV ეკლესიაში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდა.