ავტორი:

ყინვა და დიდთოვლობა ევროპაში - 6 დაღუპული, ასობით გაუქმებული ავიარეისი, შეფერხებული სარკინიგზო და სატრანსპორტო მიმოსვლა

ყინვა და დიდთოვლობა ევროპაში - 6 დაღუპული, ასობით გაუქმებული ავიარეისი, შეფერხებული სარკინიგზო და სატრანსპორტო მიმოსვლა

ევროპა დიდთოვლობას ებრძვის. კონტინენტზე, ამინდის გამო გამოწვეულ ავარიებში, ჯამში 6 ადამიანი დაიღუპა. საკვანძო-სატრანსპორტო გზები ყინულით და თოვლით არის დაფარულია, რასაც მოძრაობის პარალიზება არაერთ ქვეყანაში მოჰყვა.

ევროპის მასშტაბით გაუქმდა ასობით ავიარეისი, ათასობით მგზავრი კი პარიზისა და ამსტერდამის აეროპორტებში ჩარჩა.

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ორ სხვადასხვა რეგიონში სახიფათო საგზაო პირობების გამო 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 40 სმ თოვლის საფარის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა.

  • საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროს თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ უფრო ძლიერი თოვაა მოსალოდნელი, მან მოქალაქეებს მოუწოდა, შესაძლებლობის ფარგლებში შეზღუდონ გადაადგილება და სახლიდან იმუშაონ.

ამინდის გამო, ქვეყნის 38 რაიონში ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა. ნაწილობრივ გაუქმებულია მატარებლების მოძრაობა.

თოვლი და წვიმები დაფიქსირდა ბალკანეთშიც. გასულ ორშაბათს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სველი თოვლით დამძიმებული ხე ქალს დაეცა და მოკლა.

მკვეთრად გაუარესდა ამინდი ნიდერლანდებშიც.

  • გაუქმებული ავიარეისები

ოთხშაბათს დილით შარლ დე გოლის აეროპორტში რეისების 40% რამდენიმე საათით გადაიდო, რათა პერსონალს ასაფრენი ბილიკები თოვლისგან გაეწმინდა.

ოთხშაბათს, ამსტერდამის სქიპჰოლის აეროპორტში 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, რის შედეგად ასობით მგზავრმა სხვა რეისზე გადაჯდომა ვერ შეძლო და აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ბლოკირებული. გადაღლილი ადამიანების უმეტესობა “ქაოსურ მდგომარეობასა და ინფორმაციის ნაკლებობას უჩიოდა“.

აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, ავიარეისების მასშტაბური შეფერხება ამინდის “ექსტრემალური პირობებით არის გამოწვეული, თუმცა თოვლის გამწმენდი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ რათა ასაფრენი ბილიკებს ფუნქციონირების უნარი შეუნარჩუნონ. თვითმფრინავები მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოყინვის საწინააღმდეგო საფუძვლიან დამუშავებას გადიან“.

ჰოლანდიური მაუწყებლის NOS-ის ცნობით, ოთხშაბათისთვის სქიპჰოლის აეროპორტში დაგეგმილი კიდევ 600 რეისი გაუქმდა..

ასევე მნიშვნელოვნად შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც, მაგალითად, ამსტერდამიდან პარიზის მიმართულებით მოძრავი Eurostar-ის მატარებლების რეისების ნაწილი საერთოდ გაუქმდა, ნაწილი კი დაგვიანებით ჩავიდა ადგილზე.

წყარო