პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
"ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას - ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, - წერს რუბიო.
"მათ საქმიანობას ხელს უწყობს იგივე ელიტური ქსელები - მრავალმხრივი "არასამთავრობო ორგანიზაციები“ - რომელთა დაშლაც USAID-ის დახურვით დავიწყეთ“, - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ორგანიზაციებს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები ტოვებს, არის გაეროს 31 ორგანიზაცია და კიდევ 35 ორგანიზაცია, რომელიც გაეროს შემადგენლობაში არ შედის.