ავტორი:

"პლატფორმა ჩაინგრა, თუმცა ქალმა მაინც თქვა "დიახ" - ინტერნეტჰიტად ქცეული ხელის თხოვნა: წყვილი, რომელიც იატაკქვეშ აღმოჩნდა, თურქეთიდან იყო ბათუმში ჩამოსული

"პლატფორმა ჩაინგრა, თუმცა ქალმა მაინც თქვა "დიახ" - ინტერნეტჰიტად ქცეული ხელის თხოვნა: წყვილი, რომელიც იატაკქვეშ აღმოჩნდა, თურქეთიდან იყო ბათუმში ჩამოსული

შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო დღეებში ინტერნეტჰიტად იქცა ბათუმში გადაღებული ხელის თხოვნის ვიდეო, რომლის დროსაც წყვილი საახალწლო დეკორაციაში ჩავარდა.

როგორც გავარკვიეთ წყვილი, რომლისთვისაც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ლამის კრახით დასრულდა, თურქეთიდან იყო ბათუმში ჩამოსული.

ისინი საქართველოს ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად საახალწლო დღესასწაულებზე ჩამოვიდნენ, რათა მამაკაცს საყვარელი ქალისთვის ხელი განსაკუთრებულ გარემოში ეთხოვა.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს რომანტიკული მომენტი: მამაკაცი მუხლს იყრის, ბეჭედს იღებს, თუმცა ზუსტად ამ დროს დეკორატიული პლატფორმა სიმძიმეს ვერ უძლებს, ტყდება და წყვილი ნაძვის ხის კონსტრუქციაში ვარდება.

შემთხვევას როგორც ქართულ, ისე თურქულ ინტერნეტსივრცეში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მომხმარებელთა უმეტესობა მომხდარს იუმორით შეხვდა, ზოგმა კი ეს "ზეციურ ნიშნად" მიიჩნია, ზოგმა კი გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო წინასწარ...

  • "ეს ნიშანია!“ - თურქი მომხმარებლების სახალისო რეაქციები

ვიდეოს კომენტარებში ნამდვილი განხილვაა გაჩაღებული იმაზე, არის თუ არა პლატფორმის ჩანგრევა ბედისწერის გაფრთხილება. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო გამოხმაურებებს:

მომხმარებელთა დიდი ნაწილი წყვილს ხუმრობით ურჩევს, დაფიქრდნენ. "ღმერთმა გაგაფრთხილათ, არ დაქორწინდეთ!" - წერს ერთ-ერთი მათგანი. მეორე კი დასძენს: "როცა ღმერთს სთხოვ ნიშანს, არის თუ არა ის სწორი ადამიანი და პასუხად მიწა სკდება..."

ბევრმა აღნიშნა წყვილის გამძლეობა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ჩაინგრა, ქალმა მაინც თქვა "დიახ“.

"ჭირსა და ლხინში, დაცემისას და ადგომისას - მაინც ერთად ვართო, ზუსტად ეს გამოვიდა"...

თურქებისთვის დამახასიათებელია ყველაფრის "ავი თვალისთვის" დაბრალება. "ნამდვილად თვალი ეცათ" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. სხვები კი ამხნევებენ: "შვილებისთვის მოსაყოლი საუკეთესო ისტორია უკვე გაქვთ".

  • "მთავარია, ბეჭედი მაინც გაუკეთა“

მიუხედავად მოულოდნელი და საკმაოდ უხერხული ვარდნისა, წყვილს პოზიტიური განწყობა არ დაუკარგავს. ვიდეოდან ჩანს, რომ დაცემის შემდეგაც კი, გოგონამ ბიჭს ხელი გაუწოდა და ბეჭედი მიიღო.

"საწყალი ბიჭი, დაცემის შემდეგაც კი ცდილობს ბეჭედი გაუკეთოს, რა მონდომებულია!" - აღნიშნავენ კომენტარებში.

საბედნიეროდ, შემთხვევა წყვილის დაზიანების გარეშე დასრულდა.