გრენლანდიის ყველაზე მდიდრული სასტუმროს, Hans Egede-ს კოქტეილ-ბარი, თავისი შთამბეჭდავი არქტიკული თემატიკის ნამუშევრებით, დახვეწილი დეკორითა და ფორტეპიანოს ნაზი ხმით, არასდროს ყოფილა ადგილი, სადაც ადამიანები ჩხუბობდნენ. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კუნძულთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გამოაცხადა.
როგორც dailymail-ი წერს, ადგილობრივი აგურის საამქროს მფლობელს და მოძრაობა "გახადე გრენლანდია ამერიკული“ მხარდამჭერ იორგენ ბოასენს ტრამპის მოწინააღმდეგეები თავს სწორედ სასტუმროში დაესხნენ. ის დედაქალაქ ნუუკში მდებარე სასტუმროს ბარში ლუდს სვამდა, როდესაც სასტიკი დარტყმის შედეგად სკამიდან გადმოაგდეს.

როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური ვითარების გამო გრენლანდიაში დაძაბულობა ძალიან გაიზარდა.
ყოფილი მოკრივე, 51 წლის ბოასენი ტრამპის დიპლომატიურმა გუნდმა არქტიკაში ვიზიტის დროს გიდად და არაოფიციალურ ელჩად დაიქირავა. მაშინ ის და ტრამპის სხვა მხარდამჭერები ნუუკის ქუჩებში გამოვიდნენ, მოზარდებს დოლარის კუპიურები და წითელი MAGA ბეისბოლის ქუდები დაურიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ უჭერდა აშშ-ის პირველი პირის პოზიციას მხარს, აგრესია არავისგან უგრძნია. სავარაუდოდ, იმჟამად ტრამპის რიტორიკა ცარიელ ლაპარაკად აღიქმებოდა.
თუმცა, როგორც ბოასენი ახლა აცხადებს, “გრენლანდიაში დაძაბულობა იმდენად გაიზარდა, რომ ეშინია, მსოფლიოში უდიდესი კუნძული „სამოქალაქო ომის“ ზღვარზე არ აღმოჩნდეს“.
კამათი იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა გრენლანდია დანიის შემადგენლობაში, რომელიც მას 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა, იმდენად მძაფრია, რომ ლამის ოჯახები ინგრევა.
წყვილი მოზარდ ქალიშვილთან ერთად ნუუკში ცხოვრობდა.
"დანიელები აქ არსებული ყველა ბიზნესის 95 %-ს აკონტროლებენ და ისეთ ადამიანებს დევნიან, როგორიც მე ვარ, ვისაც ამერიკასთან თანამშრომლობის ოცნებები აქვს. ჩემი კომპანია დაიხურა, რადგან ხალხმა ის შავ სიაში შეიყვანა. იგივე ემართება სხვა ბიზნესებსაც, რომლებიც ტრამპს მხარს უჭერენ. ჯერჯერობით კოპენჰაგენში ვრჩები, რადგან სამშობლოში ხალხს ჩემთან ურთიერთობის ეშინია. დაძაბულობა იმდენად დიდია, ქვეყანაში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს“, - ამბობს ის.

ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს.
“ამჟამად გრენლანდია მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს და ის რუსული და ჩინური გემებით არის სავსე, ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დანია კი ამას ვერ უზრუნველყოფს", - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას, ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნებისას.
კარაკასში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და ტრამპის განცხადებებმა კოპენჰაგენში შეშფოთება გააძლიერა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ტრამპს “არანაირი უფლება არ აქვს ტერიტორია მიიერთოს“. მან ასევე შეახსენა ტრამპს, რომ დანია უკვე აძლევს შეერთებულ შტატებს, როგორც ნატოს მოკავშირეს გრენლანდიაზე ფართო წვდომას მოქმედი უსაფრთხოების შეთანხმებების ფარგლებში.
“მტკიცედ მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს იმ ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნისა და ხალხის მიმართ მუქარა, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ იყიდებიან", - დასძინა ფრედერიქსენმა.
იხილეთ ასევე: