ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი წყალქვეშა 60 კაბელის გაჭრით დააზიანოს. ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები სატელეკომუნიკაციო კაბელების, ნავთობისა და გაზის მილსადენების და ელექტროენერგიის კაბელების საბოტაჟში დაადანაშაულეს.
„მოსკოვი ნატოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აქტიურ კარტოგრაფიას ადგენს და შეუძლია დაარტყას წყალქვეშა კომუნიკაციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს პრაქტიკულად ყველაფრით ამარაგებენ - გაზით დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული“, - ვკითხულობთ The New York Times-ის სტატიაში.
დეკემბერში თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ რუსულმა სადაზვერვო გემმა ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების წინააღმდეგ ლაზერი გამოიყენა. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც კრემლის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი, „იანტარი“, დიდი ბრიტანეთის წყლებში შევიდა.

„ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გარეშე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი შეფერხდებოდა, ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) კრიტიკული ასპექტები ვერ იფუნქციონირებდა, ხელფასები მიმდინარე ანგარიშებზე არ ჩაირიცხებოდა და სუპერმარკეტების თაროები ცარიელი იქნებოდა. ნებისმიერმა ფართომასშტაბიანმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას.“
ყოფილმა თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დასძინა, რომ „ყველა ქვეყანა, რომელიც ენერგიისთვის საწვავზეა დამოკიდებული, დაუცველია ისეთი ქვეყნების წინაშე, როგორიცაა რუსეთი“ და რომ დიდ ბრიტანეთს "ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი".