მომღერალი კეტი პერი ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს. უახლეს პოსტში 41 წლის ვარსკვლავი ლოყაზე კოცნის 54 წლის შეყვარებულს. კიდევ ერთ ფოტოზე ტრუდო წყალში ცურავს და კამერას უღიმის, დამატებითი სლაიდები კი ოკეანის მშვიდ ხედებსა და ინტიმურ დასვენების მომენტებს ასახავს.
მომღერალმა ასევე გააზიარა მყუდრო ოჯახური ვახშმის კადრები.




მომღერალსა და კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის რომანის შესახებ ჭორები პირველად ივლისში გავრცელდა, როცა ისინი მონრეალში სეირნობისას შენიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტრუდო პერის კონცერტსაც დაესწრო და მას შემდეგ მათი ახლობლების პირით უკვე არაერთხელ დადასტურდა მედიაში, რომ მათ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი.
ტრუდომდე, კეტი პერი მსახიობ ორლანდო ბლუმს 10 წლის მანძილზე ხვდებოდა, რომელთანაც 5 წლის გოგონა, დეიზი დავი ჰყავს.
კანადის ყოფილ პრემიერი მეუღლეს 2023 წელს გაშორდა, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყავს, 18 წლის ხავიერი, 16 წლის ელა-გრეისი და 11 წლის ჰედრიენი.
იხილეთ ასევე: