თბილისის საკრებულომ, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი გასული წლის მიწურულს უკვე დაამტკიცა, სადაც მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტებია გაწერილი.
დოკუმენტის მიხედვით, წელს თბილისის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2.193 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 219.823 მლნ ლარით მეტია 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
ამასთან, ბიუჯეტით გაწერილია რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია 2026 წლიდან გეგმავს.
დოკუმენტზე დაყრდნობით, "ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, 5 მსხვილ პროექტს, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტშია გაწერილი:
პროექტზე 2026 წელს განსაზღვრულია 30 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა ჯამურად მისი ღირებულება 408 მლნ ლარია. დოკუმენტის მიხედვით, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან. ამასთან, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო მონაცემები ასეთია:
სავარაუდო სიგრძე -7.5 კმ;
საორიენტაციო გაჩერების ადგილი -11;
სავარაუდო ტრამვაის შემადგენლობა - 10;
ტრამვაის ერთი შემადგენლობის ტევადობა- არანაკლებ 300 მგზავრი.
აღნიშნული პროექტისთვის წელს 10 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა ჯამურად 48 მლნ ლარია გათვლილი. საუბარია, სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობაზე, (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით). დოკუმენტის მიხედვით, ახალი საბაგირო უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ "სამგორამდე". გააგრძელეთ კითხვა