ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდებიან და გარდა ამისა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებაა მოსალოდნელი. მისი წინასწარმეტყველება აქტიურად შუქდება უცხოურ მედიაში
მისი გაფრთხილებით, უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა. ვანგა თავის წინასწარმეტყველებაში არ საუბრობს უცხოპლანეტელთა მიზნებზე.

ვანგას წინასწარმეტყველების მიმდევრებისთვის ამ პროგნოზის მიმართ ინტერესი მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი 3I/ATLAS-ის გამოჩენასა და მის გარშემო მიმდინარე სპეკულაციების ფონზე კვლავ გაძლიერდა.
მიუხედავად NASA-ს განცხადებისა, რომ 3I/ATLAS კომეტას წარმოადგენს და მას სხვა ცივილიზაციებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, აღნიშნული ობიექტის წარმოშობაზე კამათი დღემდე არ ცხრება.
დღევანდელი გლობალური დაძაბულობის ზრდის ფონზე პროგნოზი ბევრისთვის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს.

ვანგა 1911 წელს დაიბადა და მოგვიანებით “ბალკანეთის ნოსტრადამუსის“ სახელით გახდა ცნობილი. როგორც მისი მიმდევრები ამტკიცებენ, ვანგამ ზუსტად იწინასწარმეტყველა 11 სექტემბრის ტერაქტია და სხვა მოვლენები.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისტიკოსის წინასწარმეტყველებათა სიზუსტე ყოველთვის სრულყოფილი არ ყოფილა - ზოგი პროგნოზი აშკარად მცდარი აღმოჩნდა, მათ შორის მტკიცება, თითქოს ბარაკ ობამა აშშ-ის ბოლო პრეზიდენტი იქნებოდა.