ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტული - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო და სუპერთასის გამარჯვებული გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტული - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო და სუპერთასის გამარჯვებული გახდა

საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ "მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მცირე ტრავმის გამო „პარიზთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ის კარგად გაისარჯა, თამაშსაც ამწვავებდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა.

დედაქალაქელები მეცამეტე წუთზე ვიტინიას პასით დემბელემ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემა მენდეშს გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე რულიმ არ დაანება. მეტოქემ შეტევებით უპასუხა, სამი კარგი მომენტი ჰქონდა, ორჯერ პარიზელები მეკარე შევალიემ გადაარჩინა, ერთხელ კი ბურთი მიზანს ვეამ ააცილა.

მეორე ტაიმშიც თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო შევალიე, რულიც. დუემ ბურთი ძელს გაარტყა. 71-ე წუთზე ხვიჩა ბარკოლამ შეცვალა. მერე შევალიემ საჯარიმოში გრინვუდი წააქცია და ინგლისელმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პაჩომ ჩაჭრა. "მარსელი" გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რამუშმა თანაფარდობა აღადგინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა გაიმარჯვეს.

მატჩის შესახებ დეტალები წაიკითხეთ ბმულზე