ავტორი:

"გუდაურში კატასტროფული მდგომარეობაა - ყველა ბუნკერთან იმდენი ნაგავია, ვერ წარმოიდგენთ... პარკინგი არ არის, ხალხი პირდაპირ გზაზე აჩერებს მანქანებს" - ცოტნე ჯაფარიძე

"გუდაურში კატასტროფული მდგომარეობაა - ყველა ბუნკერთან იმდენი ნაგავია, ვერ წარმოიდგენთ... პარკინგი არ არის, ხალხი პირდაპირ გზაზე აჩერებს მანქანებს" - ცოტნე ჯაფარიძე

"გუდაურში კატასტროფული მდგომარეობაა ყველა მხრივ - სტუმრების ჩამოსმა გვიწევს თოვლში და ტალახში, საიდანაც ჩემოდნებით მიდიან სასტუმრომდე”, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს” "ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ესაუბრა.

მისი თქმით, კურორტი სეზონისთვის არ მომზადებულა, რამაც ბევრი პრობლემა შექმნა.

  • როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, კურორტზე წელს სასიკეთო ცვლილებად მხოლოდ სქი პატრულის დაბრუნება შეიძლება ჩაითვალოს.

"გუდაურში მართლა კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა მხრივ. დავიწყოთ იმით, რომ ნაგავი არ გააქვთ. რატომ და როგორ არ გააქვთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ყველა ბუნკერთან იმდენი ნაგავია, ვერ წარმოიდგენთ, ზემოდან თოვლი დაედო, მერე ამას ძაღლები ჭამენ...

შემდეგი საკითხია - სიტუაცია გზებზე. ახალ გუდაურში ბევრი დამსვენებელია, ეს ყოველთვის ასე იყო, ახალი წლის და შობის პერიოდში სავსეა სასტუმროები. ამ რაოდენობის ხალხს რა თქმა უნდა, პარკინგის ადგილები არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ მოწესრიგებული პარკინგი არ არსებობს გუდაურში. სულ რამდენიმე პარკინგია და ეს არ ჰყოფნის იმ ნაკადს, რომელიც ამ ახალ წელს ჩამოვიდა...განაგრძეთ კითხვა