ირანის დახტის მემკვიდრე, ირანიდან დევნილი რეზა ფეჰლევი ეხმიანება ირანში შექმნილ ვითარებას და მოუწოდებს "თავისუფალ სამყაროს მოქმედებისკენ".
"მილიონობით ირანელმა დღეს ღამით თავისუფლება მოითხოვა. საპასუხოდ, ირანის რეჟიმმა ყველა საკომუნიკაციო ხაზი გათიშა, გათიშეს ინტერნეტი, გადაჭრეს სახმელეთო ხაზები და შესაძლოა, თანამგზავრული სიგნალების ჩახშობაც სცადონ.
მადლობა მინდა ვუთხრა თავისუფალი სამყაროს ლიდერს, პრეზიდენტ ტრამპს, რომ გაიმეორა დაპირება და თქვა, რომ რეჟიმს პასუხს აგებინებს.
დროა, რომ სხვებიც, მათ შორის ევროპელი ლიდერებიც მიჰყვნენ ტრამპის მაგალითს, დაარღვიონ დუმილი და გადამწყვეტად იმოქმედონ ირანელი ხალხის მხარდასაჭერად.
მოვუწოდებ მათ, გამოიყენონ ყველა არსებული ტექნიკური, ფინანსური და დიპლომატიური რესურსი ირანელ ხალხთან კომუნიკაციის აღსადგენად, რათა მათი ხმა და ნება მოისმინონ და ნახონ. ნუ დაუშვებთ, რომ ჩემი მამაცი თანამემამულეების ხმა გაჩუმდეს", - რეზა ფეჰლევი X-ზე.