საახალწლო დღეებში მოქალაქეებს სასურსათო მაღაზიებში დახლებზე გაძვირებული კვერცხი დახვდათ. როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, სხვადასხვა კატეგორიის კვერცხში ახლა 50-დან 75 თეთრამდე მეტის გადახდა უწევთ. მაგალითად, ყველაზე იაფი კვერცხი, 10-ცალიან შეფუთვა 4 ლარი ღირდა, ამჯერად მისი ღირებულება 4.75 ლარია. ასევე 5.80-ლარიდან 6.50 ლარამდე გაძვირდა შედარებით მაღალი კატეგორიის კვერცხი.
მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, კიდევ რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს პროდუქტი.
"ჯერ ჩვენი მხრიდან არაფერი არ არის მომატებული. ვთქვით კიდეც, რომ იანვრის ბოლოდან იყო მოსალოდნელი და ახალ წელს არ მოვუმატებდით არცერთ შემთხვევაში. ჩვენგან, მწარმოებლებისგან ისევ ძველი ფასებია და მაღაზიებში რა ხდება, ვერ გეტყვით. ჯერ 1 თეთრით არ მოგვიმატებია ფასი არაფერზე. ჩვენ ვაწარმოებთ, ვაწვდით და საბოლოო ფასს უკვე მარკეტი წყვეტს...განაგრძეთ კითხვა