ავტორი:

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 55 ვეშაპი გამოირიყა - მოხალისეები ცდილობენ ცოცხალი ზღვის ბინადრები ღრმა წყლებში დააბრუნონ

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 55 ვეშაპი გამოირიყა - მოხალისეები ცდილობენ ცოცხალი ზღვის ბინადრები ღრმა წყლებში დააბრუნონ

ახალი ზელანდიის სანაპიროზე მასობრივი გამორიყვის შემდეგ ექვსი ვეშაპი დაიღუპა. მოხალისეები კიდევ 15 ცოცხალი ვეშაპის ზღვაში დაბრუნებას ცდილობენ.

ხუთშაბათს, Farewell Spit-ზე დაახლოებით 55 ვეშაპი გამოირიყა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ ზღვაში დაბრუნება მოახერხა, 15 მათგანი ამ დრომდე სანაპიროზეა. არაკომერციული ორგანიზაციის, „Project Jonah“-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასხამენ მოხალისეები ვეშაპებს წყალს.

„მოქცევის დაწყების შემდეგ, სწრაფი მოქმედება გვიწევს. ვეშაპები ერთად უნდა შევკრიბოთ და უფრო ღრმა წყლებში გადავიყვანოთ“, - თქვა ლუიზა ჰოუკსმა „პროექტ იონას“ წარმომადგენელმა.

ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის დეპარტამენტმა Farewell Spit-ში რეინჯერები, ნავი და დრონი გაგზავნა, რათა ვეშაპების შემდგომ გამორიყვას დააკვირდნენ.

ამ ტერიტორიაზე ვეშაპების გამორიყვა იშვიათობა არაა. 2017 წლის თებერვალში 400-ზე მეტი ვეშაპი გამოირიყა - რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო.

წყარო