“ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო, რადიკალები დამარცხდნენ!“ - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, აშშ-დან და ევროპიდან დახმარების ვერმიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის “ტყვეობაზე”…
ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა — არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო.
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!“- განაცხადა წილოსანმა.