თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2 210 558 200 ლარით განისაზღვრება.
დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა. მანამდე 2026 წლის საბიუჯეტო ცვლილებებზე საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
თალაკვაძის ინფორმაციით, ცვლილებები ფინანსურ დოკუმენტში 2026 წლის 1-ელი იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით განხორციელდა. კერძოდ, იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ასევე, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.